პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რა დროსაც მან უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების გამოსვლა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე „ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევად“ შეაფასა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, ის გაკვირვებულია, რატომ ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დემონიზებას.
„ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ. მაგრამ, გთხოვთ ნუ იქნებით დაკავებულები მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობთ ახალგაზრდების დემონიზებას“,- წერს როთი.
Dear Speaker @shpapuashvili, unfortunately you refused to meet us in Tbilisi. Maybe you were too busy to talk +listen to us. But please, don’t be too busy to listen+talk to 🇬🇪 citizens demonstrating for 🇪🇺values. I wonder why you demonise your own kids, sisters + brothers.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 16, 2024
🇬🇪🇪🇺 https://t.co/IV3lJmBHQo