ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: რა პრეტენზია აქვს საერთოდ, ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

მისივე თქმით, პრეზიდენტს  საერთოდ არ აინტერესებს არც კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები.

„მე რაც ვიცი, იგი აპირებს, საფრანგეთში წავიდეს, ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ უნდა, ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ, ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. კითხვა დაუსვით, რა გაუკეთებია თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. რამე თუ მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები, მგონი, არ არის კონსტრქუციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.