ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„დასრულდეს ხალხზე ძალადობა, ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს!“ - „სითი მოლში“ მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საპროტესტო პლაკატები გაშალა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საპროტესტო პლაკატები გაშალა, რომელზეც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ადამიანები იყვნენ გამოსახული.

მათ ქმედებას მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.

„ეს არის რუსული მთავრობის ძალადობრივი რეჟიმის შედეგი. დასრულდეს ხალხზე ძალადობა, ვუთხრათ არა რუსულ რეჟიმს!“, - ეწერა პლაკატებზე.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციები გრძელდება.