ბათუმში მასშტაბური ანტირუსული აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საპროტესტო მარშით ქალაქის მთავარ ქუჩებს მოივლიან, პროცესი სავარაუდოდ გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის.
დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოსტრანტები ბათუმის გარეუბნებში გადაინაცვლებენ, სადაც ხალხს შეერთებისკენ მოუწოდებენ.
აქცია მიმდინარეობს თბილისშიც. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საზოგადოება პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბა.
ავტორი: სულხან მესხიძე