რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „ბალტიის ზღვაში არსებული რეალობა არ შეესაბამება გეოგრაფიულ გარემოს“. შესაბამისი დოკუმენტი საზღვაო აკვატორიული წყლების საზღვრების შესაძლო ცვლილებების შესახებ, 21 მაისს უკვე აიტვირთა რუსეთის ნორმატიული და სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამჟამად არსებული ოფიციალური რუკები, მასზე დატანილი საზღვაო აკვატორიებით, 1985 წლის იანვრიდან მოქმედებს.
შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლებებმა უკვე მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას ბალტიის ზღვა პუტინის სათამაშო მოედნად გადაიქცეს.