ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ენტონი ბლინკენი „აგენტების კანონზე“: ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს.

კონგრესმენმა ბილ კიტინგმა მას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ უცხოეთის აგენტების კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რაზედაც ბლინკენმა უპასუხა, რომ საქართველოს მიერ მიღებული უცხოეთის „აგენტების კანონი“ პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი.

„ძალიან შეშფოთებულები ვარ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

14 მაისს საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 18 მაისს კი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.