თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები,- ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას “შედეგები მოჰყვება”.
სუბარის თქმით, აშშ-დან არანაირ ზომებს არ ელოდებიან.
„არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რამე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სამხედრო დახმარება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ.
27 მაისს იქნება კომიტეტი, 28-ში კი პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად. არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.