ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სუბარის განცხადებით, პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს 28 მაისს დაძლევს

,,ხალხის ძალის" წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტი „აგენტების კანონზე“, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს 28 მაისს დაძლევს.

სუბარის მტკიცებით, ვეტოს დაძლევა სამართლიანად და მარტივად მოხდება.

,,27 მაისს იქნება კომიტეტი, 28-ში კი პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად", - აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,აგენტების შესახებ” კანონს ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო.