ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბენჟამინ ჰადადი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს რუსული კანონი 

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმონ „აგენტების კანონი“.

მისი თქმით, დღეს ევროპის გული თბილისში ცემს. 

„დღეს ევროპის გული თბილისში ცემს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი, უცხოური აგენტების შესახებ. 

ეროვნული ასამბლეის ევროპულ საკითხთა კომიტეტმა ამის შესახებ რეზოლუცია მიიღო“, - წერს ჰადადი.