ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საკუთარი მოტოციკლით დახურულ ავტოდრომზე ავარიაში მოჰყვა, იუწყება abcnews.
გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის პოლიტიკოსი და გადამდგარი გენერალი სერიოზულად არ დაშავებულა. თავის დაზღვევის მიზნით ექიმებმა მას გაღრმავებული კვლევა მაინც ჩაუტარეს. პაველი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს გაატარებს.
ავარიის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.