რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს ეხმიანება და ამბობს, რომ ევროკომისრები სისულელეებს როშავენ.
„ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს როშავენ“,- განაცხადა პუტინმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“
უნგრელმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ის ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.