ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს ეხმაურება.
ლექსმანის თქმით, მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული.
„სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრიან ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს”, - წერს ლექსმანი X-ზე.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
It is sad, yet justified that our friends and allies are taking this step against those undermining Georgia’s democracy & euro-atlantic aspirations. It’s time for the EU to follow https://t.co/hftjikmHEB
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 25, 2024