ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იურიდიულმა კომიტეტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. პარლამენტთან პარალელურად აქცია იმართება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონზე“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა დაიწყო.

სხდომის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია იმართება. „ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ," - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი არ დაუჭირონ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო. საპარლამენტო განხილვა და კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ შედგება.