ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარგუს ცაჰკნა: ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება და წერს, რომ საქართველომ არ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ ევროპული ინტეგრაცია.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით. მათ არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად და თავისი ხალხი დატოვეს გაფართოების მოლოდინში განუსაზღვრელი მომავლისთვის“, - დაწერა ცაჰკნამ X-ზე.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.