ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: არ დანებდეთ, არჩევნები მალეა

სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევას.

„საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. არ დაივიწყოთ: „როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით“. არ დანებდეთ. არჩევნები მალეა", - წერს როთი X-ზე.