ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
სამინისტროს განცხადებით, ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების კანონზე“ ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: EU-ში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი.
„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების კანონზე“ ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: EU-ში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის სურვილში", - წერია განცხადებაში.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
Georgian Dream’s overruling of veto on "foreign agents law" a clear signal: EU integration not a key priority for the gov't. We hope to see Georgia join the European family of independent democracies & stand by the 🇬🇪people in their wish for a European future for their country pic.twitter.com/0DuqE2fcRj
— Norway MFA (@NorwayMFA) May 28, 2024