ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, - ასე ეხმიანება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა“ წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი X-ზე.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
The people of Georgia had their eyes set on a European future, which the Government has now put in jeopardy with the passing of the foreign agent law. Regret that the Government has effectively chosen to halt the Euro-Atlantic integration of Georgia 🇬🇪 pic.twitter.com/2BQkdh1s37
— Þórdís Kolbrún Reykfjörð Gylfadóttir🇮🇸 (@thordiskolbrun) May 28, 2024