ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მსხილაძე: რეფერენდუმთან დაკავშირებით, ზურაბიშვილის ინიციატივაზე კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება.

,,რაც შეეხება რეფერენდუმს, ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით კიდევ გაკეთდება კომენტარები პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან",- აღნიშნა მსხილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.