Reuters-ის ინფორმაციით, 29-30 მაისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლო და ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრის სრულ 14-კმ-იან სიგრძეზე დაამყარა ოპერატიული კონტროლი.
„ჰამასისთვის „ფილადელფიის დერეფნის“ მთელი პერიმეტრი ჟანგბადის როლს ასრულებდა ისრაელთან დაპირისპირებებისას. მას ის რეგულარულად იყენებდა იარაღის კონტრაბანდისთვის," - განაცხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ცახალის ქვედანაყოფებმა განაგრძეს საბრძოლო მოქმედებები, მათ შორის პირველად სატანკო ძალებით, ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაჰში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2.3 მილიონი ადამიანი აფარებს თავს.
ისრაელის არმიამ შეუტია ასევე რაფაჰიდან დასავლეთით ტელ ალ-სულტანსა და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტს.