BBC ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცა უფლება ხარკოვის ოლქის საზღვრებიდან გამოიყენოს ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ კონტრბატარეული ცეცხლის წარმოებისთვის ანდა ისეთი სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც ემზადებიან ცეცხლის გასახსნელად.
ამასთან, როგორც BBC წერს, უკრაინის არმია ვერ შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუნდაც სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, საარმიო ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) გამოყენებას და ვერ გამოიყენებს ამერიკულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს რუსეთის საჰაერო სივრცეში მყოფი საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად.