ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიბა ბრაჟე: საქართველო-ნატოს ურთიერთობების გადახედვა მთელი ალიანსის გადასაწყვეტია

მთელი ნატოს მასშტაბით რაიმე ცვლილება უნდა იყოს ყველა მოკავშირის გადაწყვეტილება, მიღებული 32-ვე მოკავშირის მიერ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 2020-2023 წლებში, ბაიბა ბრაჟე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იყო საჯარო პოლიტიკის დარგში.

„მე უკვე აღარ ვარ ნატოს ოფიციალური პირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბრაჟემ. ამასთან, მან მიანიშნა, რომ შესაძლებელია მოხდეს რაიმე ცვლილება ალიანსის სამოქალაქო ან სამხედრო სტრუქტურების დონეზე, რაზეც ამჟამად საუბარი ძნელია.