მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ დააფიქსირა მან საკუთარი პოზიცია ,,აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით.
„მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. პროტოკოლის მიხედვით, (რაც დაწესებული, მიღებული დიდი ხნის პრაქტიკაა) ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის. კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.