ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეს დემოკრატიის უკუსვლის სპირალია და მკაცრ პასუხს მოითხოვს - მირიამ ლექსმანი ,,ნაცმოძრაობის" ოფისზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გუშინ მომხდარ თავდასხმას ეხმიანება.

მისი თქმით, ფაქტი დემოკრატიის უკუსვლის სპირალია და მკაცრ პასუხს მოითხოვს.

,,ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიულ ოპოზიციასა და ჩვენს პარტნიორ პარტიაზე. არ არის საჭირო იყო გენიოსი, რომ მიხვდე ამ დაშინების წყაროსა და მიზეზს. ეს დემოკრატიის უკუსვლის სპირალია და მკაცრ პასუხს მოითხოვს",- წერს ლექსმანი X-ზე.