ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლექსმანი შოლცსა და მაკრონს მიმართავს: ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს EU-საც და ქართველ ხალხსაც

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს მიმართავს და მათ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული".

მისი თქმით, შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. 

„ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა აზიანებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიული, როცა „ქართული ოცნება" ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", - წერს ლექსმანი X-ზე.