Reuters-ის ინფორმაციით, მექსიკის მმართველმა პარტია „მორენამ“ ეგზიტპოლების პირველი შედეგების გამოქვეყნებისთანავე 61 წლის კლაუდია შეინბაუმი პარდო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ის მექსიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. შეინბაუმი აქამდე დედაქალაქ მეხიკოს მერის პოსტს იკავებდა.
კლაუდია შეინბაუმმა ხმათა 56% მიიღო, მისმა მთავარმა ოპოზიციონერმა კონკურენტმა, სოჩილ გალვესმა - 30%. მექსიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
მექსიკაში საარჩევნო პროცესს ტრაგიკული ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. შტატ პუებლაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 2 ადამიანი მოკლეს.
არჩევნებში გამარჯვებული საკუთარი მოვალეობების შესრულებას 6 წლით, 2024 წლის 1 ოქტომბერს გადაიბარებს. ქვეყნის ახლად არჩეული ლიდერისგან მექსიკაში, პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას ელიან.