Reuters-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა 2-3 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ ხარკოვში, ზმიევსკის რაიონში დასასვენებელ ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად. ინფორმაციას დაღუპულ სამოქალაქოსა და დაშავებულებზე ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ სინეგუბოვი საკუთარ „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
რუსეთის მოსაზღვრე ხარკოვის ოლქი და უშუალოდ ქალაქი ხარკოვი უკანასკნელი კვირების განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღე იბომბება რუსული სამხედრო ავიაციისა და სარაკეტო ჯარების მიერ. დაბომბვების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა აღნიშნულ მიმართულებაზე რუსეთის მიერ სახმელეთო შეტევების დაწყების შემდეგ.