ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა

კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხვალამდე გადაიდო .

სხდომაზე არ გამოცხადდნენ „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა" და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

მმართველი პარტიისა და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე მეორედ ჩავარდა. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის, ფრაქციის კომისიის თავმჯდომარეებისა და კომისიის თავმჯდომარეების გადაყენების საკითხს.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატების სხდომაზე არ დასწრება საბოტაჟად შეაფასა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება 10 აპრილს დაარეგისტრირეს.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ავტორი: თეა შონია