აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენი ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება და ფრანგ კოლეგასთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
ამასთან, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.