ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბექა ოდიშარია: თვალს ვადევნებდი კონგრესში განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა: ჰა, შენ კიკუ თუმანი და გაიხადე

მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის მიერ აშშ-ის კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

,,თვალს ვადევნებდი ამ განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა: ჰა, შენ კიკუ თუმანი და გაიხადე. და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ... ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა, კი ხედავდით...", - აცხადებს ოდიშარია.

აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა. მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძეც.