ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების მოწოდებით გამოდის

ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს. ამის შესახებ ედგარს რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო.

„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრს, არამედ მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას, მაშინ სიტუაცია გაუარესდება", - თქვა მან.