ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რატი იონათამიშვილი: ვიზების შეზღუდვის ამოქმედება არასერიოზული იქნება

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვიზების შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზული იყო, შესაბამისად, მისი ამოქმედებაც არასერიოზული იქნება, – ასე ეხმიანება მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს.

იონათამიშვილის თქმით, გადაწყვეტილებები, რაც სამართლიანობას მოკლებულია, საზოგადოებაში პროტესტის განცდას იწვევს.

„ამ დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად ფაქტობრივად, ერთი და იმავე შინაარსის ბრიფინგებს ვისმენდით, მაგრამ სიაზე საუბარი ისევ ტაბუირებული და იდუმალია, მაშინ, როდესაც მოსამართლეებთან დაკავშირებით გვახსოვს, თავად საქართველოში ამერიკის ელჩმა გააკეთა ვიდეომიმართვა და იქ ამცნო საზოგადოებას, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებდა შესაბამის პირებს. ეს მაშინაც კონტრპროდუქტიული იყო და ახლაც კონტრპროდუქტიული იქნება ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლებულია ობიექტურობას და სამართლიანობას, საზოგადოებაში იწვევს პროტესტს და უსამართლობის განცდას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.