საფრანგეთში დააკავეს მოლდოვის 3 მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ეიფელის კოშთან კუბოების მიტანაში. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV-ი ავრცელებს.
როგორც არხი სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროზე დაყრდნობით ამბობს, ახლა პოლიცია არკვევს დაკავებულების კავშირს „შესაძლოა უცხოურ ჩარევასთან“.
BFMTV-ი წერს, რომ ე.წ. „კუბოების აქციაზე“ თითქოს პასუხისმგებლობა უკრაინელი მხატვრების ჯგუფმა „მრიამ“ აიღო, რომელიც პოლიციას თავად დაუკავშირდა.
1 ივნისს, ეიფელის კოშკთან, სატვირთო ავტომობილის მიიტანეს და დატოვეს ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში”.