ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა.

გამოცემის ცნობით, ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება, შემდეგ კი ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.

31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება წარადგინა, რომელიც საბრძოლი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.