ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მეშვიდედ, ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. სხდომაზე არ გამოცხადდნენ ქართული ოცნების, ხალხის ძალის და ენმ-ს რვა დეპუტატი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტნიორის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელები, უკვე მეშვიდე სხდომაა საკრებულოს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიგა ფარულავას განმარტებით, დეპუტატების გამოუცხადებლობა საკრებულოს სხდომაზე, ქალაქისთვის საჭირო პრობლემების გადაჭრას მნიშვნელოვნად აფერხებს.
როგორც ფრაქცია „ახლების" თავმჯდომარე, მაია კალანდია აცხადებს, საკრებულო მეორე თვეა არ ფუნქციონირებს და ამით ზარალდება მოსახლეობა და ანაკლიის ტურისტული სეზონი ფერხდება.
საკრებულოში, სადაც „ხალხის ძალამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 10 აპრილს საკრებულოს წერილობით მიმართა საკრებულოს თანამდებობის პირთა გადაყენების შესახებ, მეშვიდედ გადაიდო.
ავტორი: თეა შონია