საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ბაიდენის და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და ვუსმენთ ყველა ჩვენი მეგობრის განცხადებას, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც უპირველესად ჩვენს ქვეყანას, ხალხს სჭირდება და შედის პირდაპირ იმ ორმხრივი ვალდებულებების სფეროში, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან. ცხადია, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ისე და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გუშინ ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.