„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ სჯობს, მაკრონმა თავის ქვეყანას, საქმეს და პარტიას მიხედოს.
„ბატონ ბაიდენს, როცა სადარდებელი აქვს მთელი დედამიწის ბედი და უკრაინას ბოდიში მოუხადა, რომ დღეს ვერ გამოგიყავითო დახმარება და 1-2 თვეში გამოგიგზავნით საბრძოლო მასალებსო, მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ბატონი მაკრონი აგერ სადილად ჩვენ გვარიგებდა ჭკუას და თურმე სამხარზე არჩევნები წაუგია და საერთოდ ლეგიტიმური არ ყოფილა და მიხედოს თავის ქვეყანას, თავის საქმეს და თავის პარტიას", - განაცხადა ოდიშარიამ.
ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.