ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება იმედისმომცემია.
„ეს ძალიან იმედისმომცემია. რა თქმა უნდა, მთავარი იქნება ქართველი ხალხის მობილიზება და გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, მაგრამ დასავლეთი მანამდეც, 26 ოქტომბერსაც და შემდეგაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაბიჯებზე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებას არ ექნება გავლენა, მაგრამ ამ განცხადებას არსებითი ზეგავლენა ექნება დასავლეთის პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ბაიდენმა და მაკრონმა „ოცნებას“ მოუწოდეს - „პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით“.