ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: ქართულ კოშმარს არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ცემის ფაქტს ეხმიანება.

მისი თქმით, ქართულ კოშმარს არ შეუძლია საქართველო სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს. როთის განცხადებით, ადრე თუ გვიან დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს.

“კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ: როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ. ქართულ კოშმარს არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო. თუ მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს. დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან”, - წერს როთი X-ზე.

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.