ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფრანგული მედია: „დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ფრანგული მედია ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იქნება მიღებული, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ ტექნიკური მხარეების განსაზღვრა.

როგორც ცნობილია, უკრაინა სესხის სახით მიიღებს 50 მილიარდ დოლარს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე იქნება დაფარული. თანხას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.