ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1.5 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით, უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

,,USAID-სგან, ეს დახმარება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას ენერგეტიკული დახმარებისთვის და 324 მილიონი აშშ დოლარის ადრე გამოცხადებული თანხების გადამისამართებას უკრაინაში გადაუდებელი ენერგიის საჭიროებებისთვის.

ასევე, 379 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული თემების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.

ჰარისი ასევე აცხადებს, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის, უკრაინელი მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების საჭირო აღჭურვილობის შესაძენად," - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

2022 წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა, საერთო ჯამში, უკრაინისთვის 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყო, ხოლო თითქმის 1.5 მილიარდი დოლარი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.