ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ახალის" თავმჯდომარეებმა, პარტიის წევრებმა და ადგილობრივმა წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ახალის" წარმომადგენლებმა მოახლოებულ არჩევნებზე და ამ კონტექსტში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ისაუბრეს.
პარტია „ახალი“ ამ შინაარსის შეხვედრების გამართვას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც აპირებს.
ავტორი: ანა ჭეიშვილი