საფრანგეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ მასობრივი აქციები იმართება.
სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 200 მიტინგი დაიგეგმა. უსაფრთხოების დასაცავად 21 000 სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
მარინ ლე პენის პარტიამ 9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების დაახლოებით 31,5% მიიღო, ემანუელ მაკრონის მმართველმა პარტიამ კი - 15%-მდე. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.