ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, რაფაჰში, სამხედრო ოპერაციების დროს, მაისის დასაწყისიდან, „ჰამასის“ 500-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
მათივე ცნობით, დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაციებს მანამ, სანამ საბოლოოდ არ გავანადგურებთ რაფაჰის ბრიგადას“, - დასძინა IDF-მა.
მათივე ცნობით, ისრაელის სამხედროებმა სულ მცირე 25 „გრძელი“ გვირაბი აღმოაჩინეს, რომლებიც ეგვიპტის საზღვართან მიდის.