ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ.
ლიდერებმა ამ საკითხზე სასაუბროდ ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მათ კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
„ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა აზრთა მიმოცვლის, არჩევნების შედეგების გათვალისწინებისა და ევროსაბჭოს ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებისთვის, რომელიც მომავალ კვირას აქ, ბრიუსელში გაიმართება. ვფიქრობ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დღეს, ამ ეტაპისთვის შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო ნაბიჯი იყო შემდეგი ევროპული საბჭოსთვის მოსამზადებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ ოფიციალურ ევროპულ საბჭოზე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
Euractiv-ის ინფორმაციით კი, ევროკავშირის წამყვან თანამდებობებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.