ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იენს სტოლტენბერგი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ქვეყანაზე სასტიკი თავდასხმაა

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი უჭერენ მხარს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ქვეყანაზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ რომ აშშ და ნატო დამარცხდნენ. თუ ისინი უკრაინაში გაიმარჯვებენ, ეს ჩვენ უფრო მოწყვლადებს, მსოფლიოს კი უფრო სახიფათოს გახდის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.