ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო პარტნიორია. ვცდილობთ, გვქონდეს კოორდინირებული პოზიციები მთელს მსოფლიოში, თუმცა განსხვავებულები ვართ და შეგვიძლია განსხვავებული ინსტრუმენტების გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. კითხვა ეხებოდა იმას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას.
„აშშ ერთი ქვეყანაა, ევროკავშირი კი - 27 ქვეყნის საერთაშორისო გაერთიანება. ზოგჯერ აშშ-ს შეუძლია უფრო სწრაფად მოქმედება, ვიდრე ჩვენ. ვმუშაობთ კოორდინირებულად, ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები იდენტური არ არის და არც არის საჭირო, ასე იყოს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.