ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინული მედია: უკრაინა და ევროკავშირი უსაფრთხოების დოკუმენტს უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ

უკრაინული მედია, პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი გამართეს და მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„უკრაინისა და ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ასევე დახმარებას ჰპირდება რეკონსტრუქციაში, სამხედრო წვრთნებში, თავდაცვის სექტორში რეფორმების განხორციელებაში, თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევის წინააღმდეგ ბრძოლაში.