ევრო 2024-ის B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები დანიას შეხვდა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
18- ე წუთზე პირველი გოლი ინგლისელმა ფეხბურთელმა ჰარი კეინმა, ხოლო 34-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდის გოლით დანიამ ანგარიში გაათანაბრა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ინგლისელები სლოვენიას შეხვდებიან, ხოლო დანია – სერბეთს.