ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია 1:0 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე იტალიის კარში, ასევე იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, რიკარდო კალაფიორიმ ჩაჭრა.
ბოლო ტურში ესპანეთი ალბანეთს შეხვდება, ხოლო იტალია – ხორვატიას.