იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს. ახალ სასანქციო პაკეტში 42 ორგანიზაცია და 11 ფიზიკური პირი მოხვდა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები ეხება საფინანსო ინსტიტუტებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაში, კერძოდ, ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიაში, ასევე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციაში.
ოფიციალური ტოკიო სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებისა და კომპანიების ანგარიშებს გაყინავს. ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ერთ ორგანიზაციასა და ერთ ფიზიკურ პირზე.
იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.